ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციისა და ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის 2 200 000 ლარი დაიხარჯება

ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის 2 200 000 ლარი დაიხარჯება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამბროლაურში უკვე განიხილეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციას. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტაძრამდე მისასვლელი გზის აღდგენას.

„გარდა ამისა სოფლის ცენტრიდან ტაძრისკენ მიმავალ გზაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე გათვალისწინებულია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობა. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 200 000 ლარს შეადგენს. პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის პოპულარიზაციის ხელშეწყობა“, - აცხადებენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის