ადვოკატი - ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ დავით და ტარიელ მახარობლიძეებს "გლეხოვიჩთან" ნათესაური კავშირი აქვთ

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ დავით და ტარიელ მახარობლიძეებს "გლეხოვიჩთან" (ზაალ მახარობლიშვილი) ნათესაური კავშირი აქვთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულების ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ისინი ბიძაშვილები არიან.

დაცვის მხარე დაკავებულებისთვის 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

"არც დავით მახარობლიძე და არც ტარიელ მახარობლიძე არ აღიარებს დანაშაულს. ისინი ზაალ მახარობლიშვილის ბიძაშვილები არიან. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დააყენებს შუამდგომლობას და მოითხოვს აღმკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმას - პატიმრობას, თუმცა დაცვის მხარე მოვითხოვთ თითოეულზე 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას, რადგან პატიმრობის საფუძველი არ არსებობს. საბოლოოდ, მაინც არ დამტკიცდება ის ბრალი, რაც მათ აქვთ წარდგენილი", - განაცხადა ადვოკატმა.

აღმკვეთის ღონისძიების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო 16:00 იმსჯელებს.

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით გუშინ დავით და ტარიელ მახარობლიძეები და გიორგი რეხვიაშვილი დააკავეს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა