ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა არადეკლარირებული ცოცხალი კიბორჩხალა და შებოლილი თევზი ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, სომხეთის მოქალაქე ამხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულ პირს, სამაცივრე სატვირთო მანქანით, საბაჟო-გამშვები პუნქტის „სადახლოს“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, სომხეთიდან საქართველოში ტრანზიტულად შემოჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცოცხალი კიბორჩხალა და შებოლილი თევზი.

„საბაჟოზე წარდგენილი დეკლარაციის თანახმად, სომხეთის მოქალაქეს სხვადასხვა სახის ხილის ტრანზიტი უნდა განეხორციელებინა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ხილის გარდა, სატვირთო მანქანით არადეკლარირებული ტვირთი - 10 339 კგ ცოცხალი კიბორჩხალა და 1 110 კგ შებოლილი თევზი გადაჰქონდა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ამოღებულია საქონელი, რომლის საბაჟო ღირებულება 35 310 ლარს შეადგენს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე“, - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის