”ახალი საქართველო” - გიორგი ვაშაძის გუნდის მიერ აშენებული იუსტიციის სახლი უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში და აზიაში საუკეთესო საზოგადოებრივ ობიექტად აღიარეს

”ახალი საქართველოს” ინფორმაციით, გიორგი ვაშაძის გუნდის მიერ აშენებული იუსტიციის სახლი უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში და აზიაში საუკეთესო საზოგადოებრივ ობიექტად აღიარეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ორგანიზაცია EEA-ს გადაწყვეტილებით, დასახელებული 19 ნომინაციიდან, ერთ-ერთი სწორედ, კიევში ახლად გახსნილმა მომსახურების ცენტრმა მიიღო.

”გოტოვომ“ - პირველი მომხმარებელი, გასული წლის აგვისტოში მიიღო. ”ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“ უკრაინელ კოლეგებთან ერთად, იუსტიციის სახლის რეფორმაზე, რამდენიმე თვის განავლობაში მუშაობდა. პირველი მომსახურების ცენტრი კიევში გავხსენით. განახლებულმა ცენტრმა მომხმარებლის დიდი სიმპათიები დაიმსახურა. ჩვენ ვაგრძელებთ პროექტს, რომლის მიხედვითაც, თანამედროვე სტანდარტების იუსტიციის სახლები, კიევის ყველა ქალაქში გაიხსნება. რა თქმა უნდა სასიხარულოა, რომ ”გოტოვოს“ აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში, საუკეთესო საზოგადოებრივი ობიექტის ტიტული მიენიჭა. ამ რეფორმის წარმატებით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სახელმწიფო უწყება შეიძლება იყოს თანამედროვე, მოთხოვნადი და ხალხზე ორიენტირებული“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

”ახალი საქართველოს” პრესსამსახურის ცნობით, დაჯილდოების ცერემონია კიევში ჩატარდა და მასზე დააჯილდოეს სხვადასხვა კომპანიები 19 ნომინაციაში, მათ შორის გაიცა 8 პროფესიონალური ჯილდო. მათივე ინფორმაციით, გამარჯვეული დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეარჩია, რომელიც დაკომპლექტებული იყო ექსპერტებითა და განსხვავებული პროფესიის სპეციალისტებით, სხვადასხვა ქვეყნიდან.

შეგახსენებთ, რომ ”ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“, რომლის დამფუძნებელიც გიორგი ვაშაძეა, უკრაინაში ერთდროულად რამდენიმე რეფორმაზე მუშაობს. ამჟამად, დაწყებულია პროექტი, რომელიც გულისხმობს, კიევის სხვადასხვა სოფლებში 3000 ამბულატორიის გახსნას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა