აშშ-ში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა 3 ოქროს და 6 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა ოლიმპიადის პირველივე დღეებში 3 ოქროს და 6 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე იოსებ ხუციშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. მან 86 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, ფინალურ ორთაბრძოლაში რუს მოჭიდავეს სძლია და პირველი ადგილი დაიკავა. ასევე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში იასპარეზა ლუკა კურტანიძემ 125 კგ წონით კატეგორიაში და ბელდუხ გავაშელიშვილმა 97 კგ წონით კატეგორიაში, ორივე მათგანმა პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა.

ძიუდოისტმა ნოდარ მჭედლიშვილმა 90 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი აიღო. 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალექსი დავითაშვილმა, ასევე, ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მოცურავე გიორგი ბერძენიშვილმა ოლიმპიადაზე სხვადასხვა სტილით ცურვაში მიიღო მონაწილეობა და 4 ვერცხლის მედალი აიღო.

„მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“ - ში შს სამინისტროს 12 თანამშრომელი სპორტის 7 სახეობაში ასპარეზობს. ოლიმპიადა

16 აგვისტოს დასრულდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა