ტერაქტის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად ბარსელონაში მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს შეძახილებით „მე არ მეშინია!“

ბარსელონაში გუშინ მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს.

აქცია წუთიერი დუმილით ბარსელონას ცენტრალურ მოედანზე, პლასა დე კატალუნიაზე დაიწყო.

შემდეგ აქციის მონაწილეები რამბლას ქუჩის გასწვრივ გაემართნენ, სადაც გუშინ ტერაქტი მოხდა.

აქციაში კატალონიის და ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „მე არ მეშინია!“.

ბარსელონას ცენტრში მომხდარი ტერაქტის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ გვაერთიანებს გლოვა და სიმტკიცე, რომ დავამარცხოთ ისინი, ვინც თავს დაესხა ჩვენს ღირებულებებს, ჩვენი ცხოვრების წესს. ტერორიზმი გლობალური საფრთხეა და მასზე პასუხიც გლობალური უნდა იყოს“, - აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გუშინ ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 14 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა.

აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ აიღო.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის