პრინტ ფესტივალი LIFE – N – STYLE გაიხსნა

„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, საერთაშორისო პრინტ ფესტივალი LIFE – N – STYLE საქართველოში უკვე მეორედ იმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ფესტივალი, რომლის მიზანი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ხელით ბეჭდვის (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა) განვითარების ხელშეწყობაა, ბათუმის „თიბისი გალერეაში“ გაიხსნა და ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურებს.

მათი ცნობით, დასკვნითი ღონისძიება დედაქალაქში სექტემბერში გაიმართება.

„ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის (აშშ, ესპანეთი, გერმანია თურქეთი, აზერბაიჯანი...) ხელოვანებთან ერთად ქართველი მხატვრები მონაწილეობენ, მათ შორის ვახო ბუღაძე, ლევან ჭოღოშვილი, ქეთევან დავლიანიძე, დავით ევგენიძე, გია გუგუშვილი, თუთუ კილაძე, გუგა კოტეტიშვილი, ნიკო ცეცხლაძე.

ფესტივალი პრინტის, კერამიკის, ტექსტილის და დიზაინის სინთეზს წარმოადგენს და მის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი მხატვრების მიერ ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნიკით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება თანამედროვე მხატვრების მიერ შექმნილი ხელით ნაბეჭდი და ხელნაკეთი წიგნები და აქსესუარები.

ბეჭდვითი მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. პრინტი ნამუშევრის 10-15 ეგზემპლარად ტირაჟირების შესაძლებლობას იძლევა, რაც ნამუშევრის მასობრივად გავრცელებას ამარტივებს და მის ღირებულებას ხელმისაწვდომს ხდის. ეს დარგი მსოფლიოში საკმაოდ განვითარებულია, შექმნილია სპეციალიზირებული სახელოსნო-გალერეები, ეწყობა საერთაშორისო ფესტივალები, ბიენალეები, მიმდინარეობს ბეჭდვითი მედიის მუდმივი პოპულარიზაცია და მასში ახალგაზრდა მხატვრების ჩართვა.

LIFE- N- STYLE - ცხოვრების სტილი - წლევანდელი ფესტივალის კონცეფციაა, რაც ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ხელს შეუწყობს ამ დარგის სტიმულირებასა და პოპულარიზაციას. პრინტ-ფესტივალი საქართველოში პირველად 2016 წელს „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით ჩატარდა და მან დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც დამთვალიერებლის, ისე ქართველი და უცხოელი მხატვრების მხრიდან.

წელს ფესტივალი თბილისისა და ბათუმის ფარგლებს გასცდა და ნამუშევრების ნახვისა და შეძენის შესაძლებლობა უკვე მესტიის, თელავისა და ოზურგეთის მაცხოვრებლებსაც ექნებათ. ფესტივალის ფარგლებში, ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგიის შესახებ მასტერკლასები ჩატარდა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში“, - აღნიშნულია „თიბისი ბანკის“ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა