გიორგი მღებრიშვილი - სოფელ დაბასთან ტორფი იწვის და არის დაკვამლიანება, საპანიკო არაფერია

ტორფი იწვის და არის დაკვამლიანება, საპანიკო არაფერია, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობებზე გაჩენილი დაკვამლიანების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა განმარტა, ღია ცეცხლის ახალი კერა არსად არ არის. მისივე თქმით, ტერიტორიაზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, რათა მსგავსი ზონების დამუშავება მოახდინოს.

”ჩვენ ვრჩებით ზონაში სწორედ იმისთვის, რომ დავამუშაოდ ნიადაგი, ცოცხალი ძალა სწორედ იმიტომ არის მობილიზებული, რომ თუკი სადმე შევამჩნევთ დაკვამლიანებას, მოხდეს მისი დამუშავება. ცეცხლის კერა არსად გვაქვს. საფრთხე იმისა, რომ სადმე შეიძლება გაჩნდეს ღია ცეცხლი, არ არსებობს იმიტომ, რომ მთელ ტყეში ყველაზე სარისკო ადგილებზე იმყოფება ცოცხალი ძალა. პანიკის საფუძველი არ არსებობს”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება არ არსებობს.

”ვერტმფრენის სამუშო არ არის და ცოცხალი ძალა, რომელიც ადგილზეა მობილიზებული, ეფექტურად უმკლავდება. აქ კვლავ რჩებიან თავდაცვისა და შსს-ს თანამშრომლები”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო