სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მაშველებს ხევიდან ამოჰყავთ

შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი „მი-8“, რომელიც მდინარე გუჯარულასთან გუშინ ავარიულად დაეშვა, მაშველებს ხევიდან ამოჰყავთ.

იმ ადგილზე, სადაც სავარაუდოდ ვერტმფრენი უნდა გააატარონ, ამჟამად გზის მოსწორების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შემდეგ ვერტმფრენს საავტომობილო გზამდე, სატვირთო ავტმობილით ამოიყვანენ. ადგილზე მუშაობს სპეცტექნიკა.

აღსანიშნავია, რომ მდინარიდან ვერტმფრენი დღეს დილით ამოიყვანეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა