მდინარე გუჯარულას ხეობიდან ვერტმფრენი ამოიტანეს

ამწეს მეშვეობით ვერტმფრენი მდინარე გუჯარულას ხეობიდან ამოიტანეს. არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენს დაახლოებით 22:00 საათიდან, მას შემდეგ რაც გზაზე საავტომობილო მოძრაობა შემცირდება, მისაბმელი საშუალებითა და სატვირთო ავტომობილით ავტობანამდე მიიტანენ და თბილისში გადაიტანენ.

ვერტმფრენის მდინარის ხეობიდან ამოყვანის სამუშაოები დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა . სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი თავდაპირველად იმ აუზიდან ამოიტანეს, სადაც მან გუშინ ავარიული დაშვება მოახდინა. დღეს ვერტმფრენი ექსპერტ კრიმინალისტებმა, ასევე შს მინისტრმა და ინჟინრებმა დაათვალიერეს, რის შემდეგაც ის ტრანსპორტირებისთვის მოამზადეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა