საგანგებო სიტუაციების სააგენტო - ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ხანძრის ცალკეული კერების დამუშავება, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე აღარ არის საჰაერო ტექნიკის ყოფნის საჭიროება.

„გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები, ასევე შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ბორჯომის ხეობაში არ იმყოფება საჰაერო ტექნიკა, რომლის პროცესების ჩართვის საჭიროება, ამ ეტაპზე აღარ არსებობს. იმედია, უახლოეს დღეებში ხანძრის ცალკეული კერების დამუშავების პროცესი სრულად დასრულდება“, - აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო