ანაკლიაში „სკვერის ბიბლიოთეკა“ გაიხსნება

1-ელ სექტემბერს, ანაკლიის ბულვარში, მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი „სკვერის ბიბლიოთეკას“ გახსნიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, სკვერში მინი ბიბლიოთეკა ე.წ. „წიგნის ბუდე“ დაიდგმება და მასში განთავსებული წიგნებით ნებისმიერ მსურველს შეეძლება სარგებლობა.

„მოქალაქეებს შეუძლიათ მათთვის სასურველი წიგნი ბიბლიოთეკიდან წაიღონ, წაიკითხონ და შემდეგ უკან დააბრუნონ, სურვილის შემთხვევაში კი ახალი წიგნი დატოვონ. ამგვარი მოდელი მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებშია გავრცელებული.

მინი ბიბლიოთეკის დიზაინი სიმბოლური დატვირთვისაა და მას კარვის ფორმა აქვს. ასეთი კარვის ფორმის ბიბლიოთეკები სხვა საზღვრისპირა სოფლებშიც განთავსდება. კერძოდ, ამ ეტაპზე, მსგავსი მინი ბიბლიოთეკების განხორციელება გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში -ნიქოზსა და დიცშია დაგეგმილი.

„ეკვილიბრიუმმა“ საქართველოს არაერთ ქალაქში განათავსა მსგავსი მინი ბიბლიოთეკები. ამჟამად კი პროექტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. კერძოდ, დაარსდება „სკვერის ბიბლიოთეკები“, სადაც დისკუსიები და სამოქალაქო აქტივობები გაიმართება და იგი ერთგვარი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე იქნება.

„სკვერის ბიბლიოთეკები“ მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ინიციატივით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ანაკლიის განვითარების კოსორციუმის დაფინანსებით ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს საზღვრისპირა სოფლებში წიგნიერების დონის ამაღლებასა და კულტურულ-საგანმანათებლო სივრცეების შექმნას.

პროექტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, სამშენებლო კომპანიების „ნოვას“ და „ციტადელის“ მხარდაჭერით ხორციელდება“, - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი