ჯანი ბუკიკიო - პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადავადება, ასევე ის, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, იმედგაცრუებას იწვევს

პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადავადება, ასევე ის, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, იმედგაცრუებას იწვევს, - აღნიშნულია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის გადახედვა მთავარი რეფორმაა, რომელიც გულისხმობს არსებული პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო დემოკრატიაში ტრანსფორმირებას .

„ამა წლის ივნისში ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა კონსტიტუციის პროექტი, მათ შორის გამოცხადებული გადასვლა პარლამენტის წევრების სრულად პროპორციული სისტემით არჩევაზე. გარდა ამისა, ჩვენ მივესალმეთ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობასა და ნაკისრ ვალდებულებას არ მიეღოთ ის ცვლილებები, რომლებიც ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა.

შესაბამისად, პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადავადება, ასევე ის, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, იმედგაცრუებას იწვევს.

2017 წლის 6 სექტემბრის შეხვედრა გაუქმდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართულ მხარეს ეკისრება შემდგომი მოლაპარაკებების ჩატარება და ვენეციის კომისიის ჩარევა ამ პროცესში საჭირო არ არის.

ჩვენ მოკლე ვადაში საქართველოს ხელისუფლებისგან კონსტიტუციის პროექტის მიღებას მოველით და ერთ თვეში ჩვენს მოსაზრებას გამოვთქვამთ ამასთან დაკავშირებით (6-7 ოქტომბერს პლენარული სესიის ფარგლებში). იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტისთვის შესაძლებელი იქნება ცვლილებების შეტანა ამ მოსაზრების თანახმად და ფართო კონსენსუსის მიღწევა კონსტრუქტიული დიალოგის მეშვეობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა