აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი - შავნაბადას მთაზე ვერტმფრენი მონიტორინგს ახორციელებს, დაათვალიერებს დაკვამლიანების კერებს, შეფასდება მდგომარეობა

ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე, სადაც ხანძრის კერებია, ვერტმფრენით მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა ბესიკ ლილუაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დათვალიერების შემდეგ დასკვნა დაიდება და საჭიროების შემთხვევაში, ვერტფრენების ჩართვა მოხდება. ამ დროისათვის აღნიშნული ვერტმფრენით, სიტუაციის შესწავლასთან ერთად, მაშველ- მეხანძრეებისთვის სასმელი წყლისა და საკვების მიწოდება მოხდება.

"ვერტმფრენი ზემოდან მონიტორინგს ახორციელებს, უნდა დაათვალიეროს დაკვამლიანების კერები და შეფასდეს მდგომარეობა. პარალელურად, მეხანძრე- მაშველებს სასმელი წყლითა და საკვებით მოამარაგებს. მოპოვებული ინფორმაციით დაიდება დასკვნა. საჭირო იქნება თუ არა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში დიდი ვერტფრენების ჩართვა. ახლა მხოლოდ მონიტორინგი მიმდინარეობს",- აცხადებს ბესიკ ლილუაშვილი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის