ალექსანდრე ჯეჯელავა - ვაშლების დარიგების კამპანიის მიზანია, ბავშვების ყურადღება „სუხარებიდან“ და შაქრიანი სასმელიდან გადავიტანოთ ჯანსაღ პროდუქტზე

ვაშლების დარიგების კამპანიის მიზანია, ჩვენი ბავშვების ყურადღება „სუხარებიდან“ და შაქრიანი სასმელიდან გადავიტანოთ ჯანსაღ პროდუქტზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლებში ვაშლების დარიგების კამპანიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი მზად არის, თუმცა ალექსანდრე ჯეჯელავას არ დაუკონკრეტებია, გამოცხადებულია თუ არა ტენდერი ან რომელი კომპანია შეიტანს ვაშლს სკოლაში.

„ეს არის ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ნაწილი და, შესაბამისად, სექტემბრიდან დეკემბრამდე თბილისის ზოგიერთ მსხვილ სკოლაში, კვირაში ერთხელ გვექნება ეს კამპანია“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია