თამარ ჩუგოშვილი - “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დროებით რეგულაციას წარმოადგენს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დროებით რეგულაციას წარმოადგენს.

მისივე შეფასებით, მიწის გასხვისების საკითხთან დაკავშირებული თემა საკმაოდ სენსიტიურია.

”ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სენსიტიური და საზოგადოებისათვის ემოციურად დატვირთული საკითხია. ერთი მხრივ, არის ინტერესი, რომ სასოფლო სამეურნეო მიწის გასხვისებაზე არსებობდეს შეზღუდვები და რეგულაციები. არსებობს მნიშვნელოვანი ინტერესი, რომ ქვეყანას ჰქონდეს გარკვეული ინვესტიციები. ასევე არსებობს მნიშვნელოვანი ინტერესი, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მიწას და მათ საკუთრებაში გააჩნიათ ეს ქონება, ამ ქონების ფასი არ დავარდეს და არ გაუფასურდეს. ორივე მხარეს გარკვეული ინტერესები არსებობს. არსებობს საკუთრების უფლების დაცვის ვალდებულება. არსებობს მიწის გაფრთხილების აუცილებლობაც. ჩვენ ვცდილობთ, რომ გარკვეული ოქროს შუალედი მოვძებნოთ, თუმცა, ის პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ გავდივართ, არის დროებითი პროცესი. ჩვენ კონსტიტუციის მიღების შემდეგ გვექნება მისაღები ორგანული კანონი, რომელმაც უფრო დეტალურად უნდა დაარეგულიროს ეს თემა. ჩვენ ამ გარდამავალ პერიოდში გარკვეულ რეგულაციებს ვიღებთ იმისთვის, რომ ეს ორი ინტერესი იყოს დაბალანსებული“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საგაზაფხულო სესიის ბოლოს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, უცხოელებსა და უცხოურ კომპანიებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებასა და საკუთრებაში გადაცემაზე მორატორიუმი დაწესდა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმა საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე შეჩერდა.

ამჟამად პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს ახალ პროექტს, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე არ გავრცელდება. აღნიშნული შეზღუდვა ასევე არ გავრცელდება განსაკუთრებულ შემთხვევებზე, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა