ქეთი დოლიძე - როდესაც ღალატია, უნდა გაიხურო კარები და დაიწყო ახალი ცხოვრება

როდესაც ღალატია, თუნდაც შვიდი კაცისგან, უნდა გაიხურო კარები და დაიწყო ახალი ცხოვრება, - ამის შესახებ მიხეილ თუმანიშვილის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

ქეთი დოლიძემ დღეს თეატრში საკუთარი კაბინეტი დაცალა და პირადი ნივთები გაიტანა. თუმანიშვილის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ოთხწლიანი მუშაობა შეაჯამა. ქეთი დოლიძე აცხადებს, რომ მას უღალატეს.

„ოჯახის შემდეგ, თუკი ვინმეს აქვს ბატონი მიშასი თეატრის სრული არქივი, ეს მაქვს მე. მე გადავწყვიტე, რომ გავიტანო. ეს არის ჩემი პირადი ნივთები. პირადი ნივთები და ამით უნდა დავიწყო ახალი ეტაპი – მივხედო ბატონ მიშას მემკვიდრეობას, იმას, რაც მე მაქვს პირადად. ახალი ეტაპი იქნება სადმე სხვაგან სპექტაკლების დადგმა. მიწვევა მაქვს ლონდონში. როდესაც ღალატია, თუნდაც შვიდი კაცისგან, უნდა გაიხურო კარები და დაიწყო ახალი ცხოვრება“, – განუცხადა ქეთი დოლიძემ ჟურნალისტებს.

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, მიხეილ თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ქეთი დოლიძე გიორგი სიხარულიძემ შეცვალა. დოლიძე აუდიტის დასკვნაზე აცხადებს, რომ მისი მმართველობის პერიოდში თეატრში არანირი დარღვევა არ ყოფილა.

“როცა ღალატია, კარი უნდა გაიხურო “ - ქეთი დოლიძემ საკუთარი ნივთები თუმანიშვილის თეატრის შენობის ფანჯრიდან გადმოიტანა

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის