ომბუდსმენმა ტერმინი „ციგანი“ ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მიმართ დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნია

საქართველოს სახალხო დამცველმა ტერმინი „ციგანი“ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ომბუდსმენის აპარატიან აცნობეს.

„2017 წლის 6 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა მედია საშუალება შპს „პირველს“, ვინაიდან მიიჩნია, რომ სიუჟეტში, ჟურნალისტის მიერ, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბოშა ბავშვების მიმართ გამოყენებული ტერმინი „ციგანი“ დისკრიმინაციის წამახალისებელია, აქვს ნეგატიური დატვირთვა და აძლიერებს ბოშა ბავშვების მიმართ არსებულ სტიგმას.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა მედია საშუალებას მიმართა, რომ ფეისბუქის გვერდიდან აიღოს აღნიშნული სიუჟეტი და მომავალში მასალის მომზადებისას არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, რომელიც დაუცველი ჯგუფის წარმომადგენელთა ღირსებას შელახავს და მათ მიმართ სტიგმის და სტერეოტიპული განწყობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული საკითხით სახალხო დამცველს არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) მიმართა“, - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის