თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დღეს უცხოელ პროფესორთა დელეგაცია სტუმრობდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს ახალი აკადემიური წელი დაიწყო. საზეიმო ღონისძიებების დაწყებამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ უცხოელ პროფსორთა დელეგაცია მიიღო. დელეგაციის შემადგენლობაში იყო: თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ტომას აიჰჰორნი; (კოტბუსის კარლ-თიმის კლინიკა, ბერლინის შარიტეს უნივერსიტეტის აკადემიური სასწავლო ბაზა/კლინიკა, გერმანია); თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ფლორიან ლოე (ლანდშუტის ქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანსის უნივერსიტეტის აკადემიური სასწავლო ბაზა/კლინიკა, გერმანია); თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ჰელმუტ ჰანი (კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის პრეზიდენტი, ბერლინი, გერმანია); დოქტორი მარლიეს ჰოკი (კოხ-მეჩნიკოვის ფორუმი, ლიმბახის ლაბორატორია, ბერლინი, გერმანია); თსსუ-ის მოწვეული პროფესორი, დოქტორი იოხენ ალიუსი, (იმპლანტოლოგიისა და დენტალური ჯანმრთელობის კლინიკის ხელმზღვანელი, ნიურნბერგი, გერმანია); პროფესორი ფრანკ ბულინგი (კარლ-თიმ-კლინიკუმ კოტბუს, ბერლინის შარიტეს უნივერსიტეტის აკადემიური სასწავლო ბაზა/კლინიკა, გერმანია); პროფესორი ნორბერტ ვაგნერი (რაინ-ვესტფალის აახენის უნივერსიტეტი, გერმანია); პროფესორი რონალდ კრონერი (მაგდებურგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ზოგადი, ვისცერალური და სისხლძარღვთა ქირურგიული კლინიკის დირექტორი, გერმანია); დოქტორი პეტერ სტოლი (რადიაციული ონკოლოგი, მიუნხენი, გერმანია); თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი მიხაელ ლენცე (ბონის უნივერსიტეტის ჰოსპიტალი, პედიატრიის დეპარტამენტი, გერმანია); პროფესორი, დოქტორი ვოლფგანგ ბუხბერგერი (ინსბრუკის უნივერსიტეტის ტიროლის კლინიკა, ავსტრია); პროფესორი, დოქტორი პეტერ ლუკასი (ინსბრუკის უნივერსიტეტის რადიაციული თერაპიის და რადიოონკოლოგიის კლინიკა, ავსტრია); ერჰარდ მიტშე (ODELGA MED -ის წარმომადგენელი, ავსტრია); პროფესორი ვიაჩესლავ ჟდანი (უკრაინის მედიცინის და სტომატოლოგიის აკდემიის რექტორი; უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; პოლტავა; უკრაინა); პროფესორი ლუბოვ სმაგლიუკი (უკრაინის მედიცინის და სტომატოლოგიის აკდემია, უკრაინა); ვიცე-პოლკოვნიკი მარკ ჰარტელი (ამერიკის არმიის სამედიცინო კვლევების დეპარტამენტი, ვიცე-სარდალი, აშშ); როლანდ მეთიუ (მორჰაუზის სამედიცინო სკოლის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტი, აშშ); შონ დარიუშნია (ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტი, აშშ); ასისტენტ-პროფესორი გაბრიელა ოპრეა (გრეიდის ჰოსპიტალი, აშშ); იოჰან ოვერტონი (ნიუტონ-როკდეილის დერმატოლოგიის ცენტრი, აშშ) პროფესორი რამაზ დათიაშვილი, (ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ქირურგიის დეპარტამენტი, აშშ); თსსუ-ის საპატიო დოქტორი ირმა კვიცარიძე (თსსუ-ის კურსდამთავრებული, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრი, ავსტრია) თსსუ-ის საპატიო დოქტორი გიორგი გრიგოლია (კლინიკა ფიურსტენფელდბრუკის ქირურგიული განყოფილების უფროსი ქირურგი/ექიმი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის ნივერსიტეტის აკადემიური სასწავლო ბაზა/კლინიკა, გერმანია) არჩილ უნდილაშვილი (ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის ასისტენტ- პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი).
სტუმრებმა მოისმინეს რექტორის ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და მისი მიღწევების შესახებ. მათ მადლიერება გამოხატეს მოწვევის გამო. საპატიო სტუმრებს მიესალმნენ და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს თსსუ-ის ვიცე-რექტორებმა: პროფესორმა ხათუნა თოდაძემ, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ.
სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციით, მიწვეული სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ საქართველო-გერმანიის ურთიერთობისადმი მიძღვნილ ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში - „ქართულ-გერმანული ურთიერთობები, წარსულიდან მომავლისაკენ“. ასევე, წაიკითხავენ ლექციებს თსსუ-ის კლინიკებში და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებებში.