სასამართლომ თაღლითობისათვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობისათვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი ბ.-ს ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2 ეპიზოდი) და თაღლითობის მცდელობა.

”საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა სექტემბერის თვეში, სხვადასხვა პირებისაგან დანაშაულებრივი განზრახვით, ერთი დღით იქირავა ავტომობილები და ერთ შემთხვევაში ავტომობილი და მასში ჩამონტაჟებული ბუნებრივი აირის ავზის მოწყობილობა გაასხვისა, ხოლო მეორე შემთხვევაში ავტომობილის საბურავები გაყიდა და თავად სატრანსპორტო საშუალება გასხვისების მიზნით ქ. გორში საამქროში გადამალა. ბრალდებული ასევე გეგმავდა მესამე მანქანის რეალიზაციასაც, თანხის ოდენობა კი უკვე შეთანხმებული ჰქონდა პოტენციურ შემძენთან.

სასამართლომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და სასამართლოში გამოცხადებისათვის თავის არიდების საფრთხეთა გათვალისწინებით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის სამი დამოუკიდებელი ეპიზოდის შესაძლო ჩადენისათვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა”, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 7 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა