„ბიბლუსი გალერეაში“ დღეს სამი მსოფლიო ბესტსელერის წარდგენა გაიმართება

„ბიბლუსი გალერეაში“ დღეს ლიტერატურული საღამო - 3 მსოფლიო ბესტსელერის წარდგენა გაიმართება.

მწერალი გიორგი კეკელიძე და მთარგმნელი პაატა ჩხეიძე შვედი, IMPAC-ის პრემიის ლაურეატი მწერლის ფრედრიკ ბაკმანის რომანს „კაცი სახელად უვე“ წარადგენენ. „ნამსხვრევები“ - კანადელი მწერლის ენ მაიკლსის, Guardian-ის, IMPAC-ისა და სხვა ლიტერატურული ჯილდოების მფლობელი რომანია, რომელსაც საღამოზე ფილოსოფოსი ლაშა მათიაშვილი და მთარგმნელი ეკა მაჩიტიძე წარადგენენ.

ამერიკელი, პულიცერის ლაურეატი მწერლის ენ ტაილერის რომანს „ლურჯი კოჭის ძაფი“ კი ლიტერატურათმცოდნე ია ბერსენაძე და მთარგმნელი ლალი გოგაძე წარადგენენ.

წიგნები გამოცემულია ლიტერატურულ სერიაში „წლის ბესტსელერი #1“, რომელიც ხალხისა და ლიტერატურის კრიტიკოსების რჩეულ რომანებს აერთიანებს.

ლიტერატურული საღამო 19:00 საათზე, ბიბლუსი გალერეაში, (გაგარინის მოედანი, კანდელაკის #7) გაიმართება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე