მაფიოზური ორგანიზაციის ”საკრა კორონა უნიტა”-ს 50 წევრი დააკავეს

იტალიის სამხრეთში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაფიოზური ორგანიზაციის ”საკრა კორონა უნიტას" 50 წევრი დააკავეს. ამის შესახებ ”რია ნოვოსტი” წერს.

დაკავებულებს ბრალად ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფის წევრობა, მკვლელობებში, ნარკოტიკებისა და იარაღის შენახვა-ვაჭრობაში მონაწილეობა ედებათ.

ბრალდების ერთ-ერთი პუნქტი გახდა შურისძიება ”კორონას” ყოფილი წევრის შვილზე, რომელმაც პოლიციასთან ითანამშრომლა.

დეკემბერში დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავების ოპერაცია სამხრეთ-აღმოსავლეთის ოლქ აპულიას ბრინდიზის, ლეჩეს და ტარანტოს პროვინციებში ჩატარდა.

იტალიაში ოთხი ძირითადი მაფიოზური დაჯგუფება მოქმედებს. სიცილიაში - ”კოზა ნოსტრა”, კალაბრიაში - ”ნდრანგეტა”, ნეაპოლსა და მის შემოგარენში - ”კამორა”, აპულიაში კი - ”საკრა კორონა უნიტა”.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის