ვაკის რაიონში შიდა ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ვაკის რაიონში, შიდა ეზოებში დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 მისამართზე, მათ შორის: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის XI კორპუსის და ნუცუბიძის IV მ/რ-ის 55-ე კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს. ნუცუბიძის IV მ/რ-ის 55-ე კორპუსთან უკვე გამოიცვალა ბორდიურები, იგეგმება საფეხმავლო ბილიკების ფილებით მოპირკეთება, საბავშვო მოედანზე კაუჩუკის საფარის დაგება, საქანელების, სკამების და სანაგვე ურნების განახლება.

ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის XI კორპუსთან კი საბავშვო მოედნის მოწყობა დასასრულს უახლოვდება, ამ დროისთვის უკვე განახლდა სასრიალო, საქანელები, სკამები და მოედნის საფარი. სულ, მიმდინარე წლის ბოლომდე, ვაკის რაიონში კიდევ 19 დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობაა დაგეგმილი.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება