დიღმის ძმათა სასაფლაო განახლდა

დიღმის ძმათა სასაფლაო განახლდა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომელმაც დღეს იქ დაკრძალული ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგო.

სუბარმა სასაფლაოს განახლებაში მხარდაჭერისთვის თბილისის მერს დავით ნარმანიას მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ნარმანიამ გაითვალისწინა გარდაცვლილთა ოჯახების თხოვნა, რომ ტერიტორია შეცვლილიყო და მერიის ბიუჯეტიდან საფლავის გასაკეთებლად თანხა გამოიყო.

”24 წელი გავიდა იმ უძმიმესი დღიდან და ტრაგედიიდან, როცა ბაბუშერაში თვითმფრინავი ჩამოვარდა. მრავალი წლის განმავლობაში გარდაცვლილთა ნაწილი იქ იყო დასაფლავებული, ნაწილი აქ, მაგრამ იდენტიფიცირება არ იყო მომხდარი. ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მოვახერხეთ და 40-მდე ადამიანი არის იდენტიფიცირებული, დარჩენილია რამდენიმე ადამიანი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში მათი ვინაობაც გვეცოდინება. მოძიებისა და მათი იდენტიფიცირების პროცესი ძალიან სწრაფი ტემპით მიდის და ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი გარდაცვლილის მოძიება და იდენტიფიცირება ხდება. რაც უფრო მეტი დრო გადის, პროცესი უფრო და უფრო რთულდება, მაგრამ ამ წუთისთვის რამდენიმე ასეული ადამიანის საფლავი არის მოძიებული. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზურ მხარეს, რომელიც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ამ საკითხში ჩვენთან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა