კიმ ჩენ ინი - ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის წინააღმდეგ, ისტორიის განმავლობაში ყველაზე მკაცრ ზომებს გაატარებს

ფხენიანში აშშ-ის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ათობით ათასი ადამიანი ჩანს, რომლებიც მხარს ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის პოლიტიკას უჭერენ.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აქციას 100 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის წინააღმდეგ, ისტორიის განმავლობაში ყველაზე მკაცრ ზომებს გაატარებს, რადგან მათ დონალდ ტრამპი დაემუქრა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, საკუთარ განცხადებაში შეშლილი უწოდა. „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე კი ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით გაკეთებულ ბოლო განცხადებაში, დონალდ ტრამპი წერს, რომ „გაერო-ს სხდომაზე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის საუბარი მოისმინა და მან კიმ ჩენ ინის შეხედულებები გააჟღერა, ცოტა ხანში კი ისინი საერთოდ აღარ იქნებიან“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია