ავსტრალია აპირებს კოსმოსში სამი თანამგზავრი გაუშვას, რომლებიც მიგრანტებით დატვირთულ გემებს აღმოაჩენენ და სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემებს ქვეყნის საზღვრების დაცვას გაუადვილებენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ავსტრალიის თავდაცვითი მრეწველობის მინისტრის, კრისტოფერ პაინის თქმით, პროექტის ღირებულება 7,8 მილიონ დოლარს შეადგენს, სამი თანამგზავრის შექმნაში მონაწილეობას კანბერაში მდებარე ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის სპეციალისტები მიიღებენ.
მისი თქმით, თანამგზავრებიდან გადმოცემული მონაცემები სამხედრო თვითმფრინავებს მიგრანტებით დატვირთული გემების და ნავების აღმოჩენაში დაეხმარება.
„ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ ნებისმიერი გემი, რომელიც ავსტრალიის ტერიტორიულ წყლებში დაცურავს, მანამ, სანამ ის საფრთხეს შეგვიქმნის“, - განაცხადა პაინმა.
პირველი თანამგზავრის გაშვება 2018 წელს, ხოლო დანარჩენი ორის - 2019 წელს მოხდება.