გიორგი ვაშაძე - უნდა დავძლიოთ შიში, რომ პატარა სახელმწიფო ვართ

რატომ ვერ აღწევს საქართველო წარმატებას და რატომ უჭირს ფართო ასპარეზზე საკუთარი ადგილის დამკვიდრება, - ამ თემებზე "ერთობა - ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს.

“ბელგია, ნიდერლანდები, სინგაპური, ისრაელი - ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ტერიტორიულად საქართველოზე პატარაა, მაგრამ მათი ეკონომიკა რამდენჯერმე აღემატება საქართველოსას. მთავარი კითხვა არის - როგორ მიაღწიეს ამ ქვეყნებმა წარმატებას? მათ ეს შეძლეს წარმატების საკუთარი მოდელის შექმნით და არა დაკოპირებით. ამისთვის საჭიროა: დაისახო მიზანი, მიზანი რის გარშემოც გავერთიანდებით და რაც წარმატებას მოგვიტანს; მოვძებნოთ ფუნქცია თანამედროვე სამყაროში - რა როლის შესრულება შეუძლია ქვეყანას და გავხდეთ ინოვატორი! თანამედროვე ქვეყნები არ არიან მაჩანჩალები და არ მიყვებიან უკან სხვებს. პირიქით, თვითონ ქმნიან ინოვაციებს და არიან პირველები.

ჩვენ რატომ ვერ ვაღწევთ წარმატებას?იმიტომ, რომ მთელ დროს ვანდომებთ არა ფიქრს, არამედ დაპირისპირებას. ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატების ქართული მოდელი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში გავიმარჯვოთ და დავძლიოთ ის პრობლემები, რომელიც ჩვენ გვაქვს. როგორ უნდა შევქმნათ წარმატების ქართული მოდელი? ამისთვის უნდა დავისახოთ ზე-მიზანი, რის გარშემოც გავერთიანდებით. უნდა დავძლიოთ შიში. იმის შიში, რომ პატარა სახელმწიფო ვართ და არაფერი შეგვიძლია. აუცილებლად უნდა ვანახოთ ჩვენი ნიშა თანამედრო სამყაროს იმისთვის, რომ თბილისი გახდეს ლიდერი ლიდერთა შორის," - განაცხადა ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა