სოფიო კილაძე - "ნაციონალური მოძრაობა" დარბევის პროვოცირებას ცდილობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" დარბევის პროვოცირებას ცდილობს.

ამის შესახებ კილაძემ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოსთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.

"ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც უამრავი კარგი რამ გააკეთა ამ ქვეყნისთვის და ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, რამენაირად ჩირქი მოსცხოს მის სახელს, თუმცა ზუსტად ვიცი, ეს არ გამოუვა. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა დამსახურება აქვს ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ქვეყნის და ერის წინაშე. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაცია, რომ იქნებ გამოიწვიონ ხელისუფლება, იქნებ ვინმემ დაარბიოს, მაგრამ ჩვენი სამართალდამცავი სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე, ყველაფერი უნდა იყოს და იქნება კიდეც კანონის შესაბამისად",- განაცხადა კილაძემ.

რაც შეეხება პარლამენტის დეპუტატების არშეშვებას საკრებულოს სხდომაზე, რაც რეგლამენტის დარღვევაა, კილაძის თქმით, არ იცის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა გახდა საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველი და კომენტარს ვერ გააკეთებს.

"არგუმენტები არ ვიცი, ალბათ, უნდა შევისწავლო ეს თემა და დაველაპარაკო ბატონ გიორგის",- დასძინა სოფიო კილაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის