მსახიობ ლიკა ქავჟარაძესთან ინტერვიუ გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ მის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა.
„ყველა ეტაპს თავისი ხიბლი აქვს. ცხოვრებაში ყველა პერიოდი საინტერესო და თავისებურად გამორჩეულია. მხოლოდ ხატვა ან ფილმში გადაღება ხომ არ არის მნიშვნელოვანი - სხვა რამეებიც არსებობს, რითიც შეიძლება შეივსო ცხოვრება...
ვხატავ, წონაში დაკლებას ვცდილობ, დავდივარ პარკში - ქაოსურ მოძრაობაში სიარულს, იქ განმარტოება მირჩევნია“, - უამბობდა მსახიობი „კვირის პალიტრას“.
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გუშინ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპივეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა შსს-ში ჯერჯერობით საქმის დეტალებზე არ საუბრობენ.
მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ლიკა ქავჟარაძეს 26 ოქტომბერს 58 წელი უსრულდებოდა. ის 1959 წელს არის დაბადებული. ლიკა ქავჟარაძემ ხალხს ყველაზე მეტად ”ნატვრის ხეში”, მარიტას როლით დაამახსოვრა თავი.