ნათესავების ინფორმაციით, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულით გამოწვეული პრობლემები იყო

ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულით გამოწვეული პრობლემები იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ლიკა ქავჟარაძის ბიძაშვილმა, გურამ ფალავანდიშვილმა განუცხადა.

ფალავანდიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ლიკა ქავჟარაძე აქტიური იყო, თავს კარგად გრძნობდა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ქავჟარაძეს დატვირთვის დროს სუნთქვა უჭირდა.

”ბოლო ხანებში ცუდად იყო, ჩვენთანაც რომ იყო სახლში, კიბეზე ამოსვლისას სუნთქვა უჭირდა. როგორც ჩანს, პრეპარატი ვერ გამოიყენა, გულმა შეაწუხა და სავარაუდოდ, გულის პრობლემა იყო. რაიმე დეპრესია მას არ ჰქონდა, პირიქით კარგ განწყობაზე იყო და რაღაცეებს გეგმავდა”, - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

ლიკა ქავჟარაძის ცხედარი აბაშიძის #62-ში საკუთარ ბინაშია დასვენებული.

ლიკა ქავჟარაძეს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ, დღეს და ხვალ კი პანაშვიდი გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: "ადრე მკურნალობდა, რაღაც წამლებს სვამდა ხოლმე" - რას ამბობს ბიძაშვილი ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების შესაძლო მიზეზზე

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია