„შეფილდის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა თბილისში ოფიციალურად გაიხსნა

„შეფილდის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის საერთაშორისო ფაკულტეტი თბილისში ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიალზე „შეფილდის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ფაკულტეტის ხელმძღვანელმა, იანის ვერვერიდისმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამაზ მარსაგიშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

იანის ვერვერისის თქმით, „შეფილდის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის გახსნა საქართველოში ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს, –„ჩვენი მიზანია, საქართველოში საუკეთესო ბიზნეს–განათლება შემოვიტანოთ. ვიმედოვნებთ, რომ ქართველ მენეჯერებს საშუალება მიეცემათ, ჩვენს უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მოიპოვონ, რაც განათლების უმაღლესი დონის მაჩვენებელი იქნება. რაც მთავარია, ამ ხარისხის მოპოვება მათ საკუთარი ქვეყნის, სამსახურისა და ოჯახების დატოვების გარეშე შეეძლებათ. ეს პროგრამა დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, განაახლონ თავიანთი ცოდნა, კომუნიკაციისა და ლიდერის უნარები და რაც მთავარია, გაუჩნდეთ მსოფლიო ბიზნეს გარემოში მიმდინარე პროცესების ღმა ანალიზის უნარი და გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები,“ – აღნიშნა იანის ვერვერიდისმა.

თამაზ მარსაგიშვილის შეფასებით, „შეფილდის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა საქართველოს განათლების სისტემისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესით დაინტერესებული პირების მიერ ამგვარი ცოდნის მიღება ეკონომიკის უფრო სწრაფი ტემპით განვითარებაში დაეხმარება, – „ინგლისმა ბიზნესის კეთების მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა და „შეფილდის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა სწორედ ამ ცოდნითა და გამოცდილებითაა გამდიდრებული, რომლის შეძენა დღეს ქართველ ახალგაზრდებსაც შეუძლიათ. ჩვენ ეტაპობრივად მივდივართ ევროკავშირის წევრობისკენ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ბიზნეს გარემოსთან საერთო ენა გამოვნახოთ, „შეფილდის უნივერსიტეტის“ პროგრამის საქართველოში დაწყება კი ამის კარგი საშუალებაა,“ – განმარტა თამაზ მარსაგიშვილმა.

პროგრამის გახსნას, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშიც და საბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისიც ესწრებოდნენ, რომლებმაც პროგრამის საქართველოში დაწყება დადებითად შეაფასეს.

„შეფილდის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა 7 ქალაქს მოიცავს. კერძოდ, ბელგრადს, ბუქარესტს, კიევს, სოფიას, ერევანს და ახლა უკვე თბილისს. გარდა ამისა, „შეფილდის უნივერსიტეტი“ მსოფლიოს 100 საუკეთესო უნივერსიტეტებს შორისაა, რომელსაც ნობელის პრემიის 6 მფლობელი ჰყავს.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს