ლალი ბადურაშვილი - როდესაც ლიკა გარდაცვლილი იპოვეს, მას ჩახუტებული ჰქონდა თავისი ახალი როლის ტექსტი და ასე ბედნიერი წავიდა

როდესაც ლიკა გარდაცვლილი იპოვეს, მას თავთან ფურცელი ედო, სადაც მისი ახალი როლის ტექსტი ეწერა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ლიკა ქავჟარაძეს ცხოვრების საუკეთესო ეტაპი ჰქონდა, გეგმავდა პერსონალური გამოფენის მოწყობას, იხსნებოდა მისი ვარსკვლავი და აიხდინა წლების ოცნება, რომ ის გადაეღოთ მხატვრულ ფილმში.

ლალი ბადურაშვილის განცხადებითვე, ლიკა ქავჟარაძე იყო ადამინი, რომელიც მისაბაძი იყო ყველასთვის ყველაფერში. ”ლიკა ჩემთვის არ არის მხოლოდ ქართული კინოს მშვენება. ის ჩემს თვალწინ გაიზარდა და ეს გოგო იყო მისაბაძი ყველაფერში. სანამ ქართული კინო იქნება, იქნება ლიკა ქავჟარაძე. მას ახლა საუკეთესო პერიოდი ჰქონდა, ემზადებოდა გამოფენისთვის, უხსნიდნენ ვარკვლავს და მისი ბოლო სიხარული იყო, როცა ჩემმა შვილმა მხატვრულ ფილმში გადაღება შესთავაზა. ლიკა ამაზე გაგიჟდა, რადგან კინოს მოთხოვნილება მას მუდამ ჰქონდა. ის ძალიან ელოდებოდა გადაღებების დაწყებას. ყოველდღე რეკავდა, გვეუბნებოდა ამ კაბას ჩავიცმევ, წონაში დავიკლებ და მუდამ ტექსტს სწავლობდა. როდესაც ლიკა გარდაცვლილი იპოვეს, მას თავთან ფურცელი ედო, სადაც მისი ახალი როლის ტექსტი ეწერა. მას ჩახუტებული ჰქონდა ეს ტექსტი და ასე ბედნიერი წავიდა”, - აღნიშნა ლალი ბადურაშვილმა.

მსახიობის სახლთან მთელი დღის განმავლობაში იკრიბებიან მისი ახლობლები, მეგობრები და კოლეგები. გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქრთველოს პრემიერ-მინისტრმა. 58 წლის მსახიობმა რამდენიმე ათეული როლი განასახიერა სხვადასხვა მხატვრულ ფილმში, თუმცა ის საზოგადოებას ყველაზე მეტად ფილმ ”ნატვრის ხიდან” დაამახსოვრდა, სადაც ლიკა ქავჟარაძე მარიტას განასახიერებდა. მსახიობს ხვალ ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. 19 ოქტომბერს კი მის საპატივცემულოდ ლიკა ქავჟარაძის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

იხილეთ ვიდეო: ”ვარდის ფურცლებით მოფენილი უკანასკნელი გზა - ლიკა ქავჟარაძეს ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ”

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის