სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.

საწარმოს მუშაობის პროცესს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე რევაზ ჯაველიძე გაეცნენ. მათ საწარმოში დამზადებული ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერეს, გაესაუბრნენ პროექტის ინიციატორებსა და მონაწილეებს. მინისტრმა ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და ასოციაციის დამფუძნებლებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი 21 335 ლარით დაფინანსდა. ამ თანხით საწარმოს შეემატა სასწავლო და სამუშაო პროცესისთვის საჭირო დანადგარები. სასწავლო პროცესში ჩართულია 15 ახალგაზრდა, რომლებიც პედაგოგების მეთვალყურეობით გეგმის შესაბამისად მუშაობენ.

მათივე ცნობით, სოციალური საწარმო სხვა პროექტებშიცაა ჩართული. 7 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულზე რიყის პარკში მოეწყო საწარმოში დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სამომავლოდ იგეგმება საერთაშორისო თემატურ გამოფენებში მონაწილეობა.

„2013-2017 წლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 249 ახალგაზრდული იდეა დააფინანსა, მათ შორის 60 სოციალური საწარმო. შედეგად, უკვე დასაქმდა 1 000-მდე ახალგაზრდა და შშმ პირი, აქედან 200-ზე მეტი დასაქმებულია ამოქმედებულ სოციალურ საწარმოებში. პროქტების უმეტესობა განხორციელებულია რეგიონებში, კერძოდ, მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებსა და საოკუპაციო ხაზთან. დაფინანსებული პროექტების საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ ლარს აღწევს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია