რელიგიის სააგენტო ოთხი რელიგიური თემისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული 4,5 მლნ ლარის განაწილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ოთხი რელიგიური თემისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული 4,5 მლნ ლარის განაწილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

„საქართველოს მთავრობის #117-ე (27.01.2014) დადგენილების - „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ თანახმად, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, 2017 წლის 26 იანვრის #1/108 რეკომენდაციის საფუძველზე, გაანაწილა 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი ოდენობით: საქართველოს ისლამური თემი - 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი; საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი; საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი; საქართველოს იუდეური თემი - 300 000 (სამასი ათასი) ლარი;

რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციის, ფაქტობრივი გარემოებებისა და ობიექტური მაჩვენებლების (მრევლის რაოდენობა, სასულიერო პირების რაოდენობა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა) გათვალისწინებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, 2017 წლის 11 ოქტომბრის რეკომენდაციის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება, 2017 წლისთვის დარჩენილი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი გადანაწილდეს არადისკრიმინაციული და სამართლიანი პროპორციულობით, შემდეგი ოდენობით: საქართველოს ისლამური თემი - 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი; საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 200 000 (ორასი ათასი) ლარი; საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი; საქართველოს იუდეური თემი - 100 000 ასი ათასი) ლარი“, – აცხადებენ სააგენტოში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის