საკრედიტო ინფორმაციის ბიურო ”კრედიტინფო საქართველო” მომხმარებელს საკუთარი საკრედიტო ისტორიის გადამოწმების სერვისს სთავაზობს.
ბიუროში განმარტავენ, რომ მათი მომსახურება საშუალებას აძლევს მომხმარებელს საკუთარ საკრედიტო ისტორიას ინტერნეტით ადევნოს თვალი. აღსანიშნავია, რომ სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.
”კრედიტინფო საქართველო” გთავაზობთ ჩემი კრედიტინფოს სერვისს, რომლითაც საშუალება გეძლევათ, ინტერნეტით ადევნოთ თვალი საკუთარ საკრედიტო ისტორიას. ამ მომსახურებით მიიღებთ ინფორმაციას თქვენი დახურული და მიმდინარე სესხების, საკრედიტო რეპორტში განხორციელებული ცვლილებებისა და ძიებების, საკრედიტო ქულისა და რეიტინგის შესახებ. აგრეთვე, ნახავთ, რა ფაქტორები ახდენს გავლენას თქვენს საკრედიტო ქულაზე. ჩემი კრედიტინფოს სერვისით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.
ჩემი კრედიტინფო კლიენტების დახმარებასაც ითვალისწინებს. მომხმარებელს შეუძლია, მიიღოს საკრედიტო პროფილის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რჩევები. კლიენტს ასევე აქვს შესაძლებლობა, გაასაჩივროს საკრედიტო ისტორიაში ასახული არასწორი ინფორმაცია, რომლის გასწორებასაც, საკრედიტო ორგანიზაციების მიერ უზუსტობის დადასტურების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ”კრედიტინფო საქართველო”, - განმარტავენ ორგანიზაციაში.
ამასთან, ”კრედიტინფო საქართველო” მომხმარებელს კრედიტის მიღების შესაძლებლობებს და ხელისშემშლელ საკითხებს განუმარტავს. მათი ინფორმაციით, არსებობს საკრედიტო რეპორტი, რომელიც ყველა მომხმარებელს აქვს.
”თუ ერთხელ მაინც აგიღიათ სესხი, აუცილებლად გექნებათ საკრედიტო ისტორია. საკრედიტო ისტორიის სურათს წარმოადგენს საკრედიტო რეპორტი. ის შეიცავს ინფორმაციას გადახდების შესახებ. სწორედ საკრედიტო რეპორტი მეტყველებს კლიენტის ფინანსურ სანდოობაზე. საკრედიტო ისტორია მოწმდება ყოველთვის, როცა საკრედიტო ორგანიზაციას მიმართავთ ნებისმიერი ტიპის სესხის მოთხოვნით. ამ გზით ფასდება თქვენი გადახდისუნარიანობა. ზოგ შემთხვევაში, საკრედიტო ისტორიას განიხილავენ დამსაქმებლებიც, როცა თანამშრომლის აყვანასთან დაკავშირებით იღებენ გადაწყვეტილებას.
საკრედიტო მონაცემების სტატისტიკურად დამუშავების გზით გამოითვლება საკრედიტო ქულა. ის გამოიხატება რიცხვებით და 0-დან 400-მდე მერყეობს. საკრედიტო ქულა ხელს უწყობს საკრედიტო დაწესებულებებს, განსაზღვრონ, დაფინანსების შემთხვევაში რამდენად მოსალოდნელია სესხის დროული დაფარვა. საკრედიტო ქულა გეხმარებათ საკრედიტო მომსახურების მიღების გაუმჯობესებაში. რაც მეტია ქულა, მით მცირეა თქვენი მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის ალბათობა.
საკრედიტო ქულის განსაზღვრისას უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს დაგვიანებული გადახდები. ფიზიკური პირის შემთხვევაში 30 დღეზე მეტი, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 60 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში სესხს ენიჭება „არის ნეგატიური სტატუსი“. ვადაგადაცილების დაფარვის შემდეგ „არის ნეგატიური“ იცვლება „იყო ნეგატიურით“. ორივე ეს სტატუსი ნეგატიურ ინფორმაციად ფიქსირდება თქვენს საკრედიტო რეპორტში. ასევ ნეგატიურად მოქმედებს თქვენ საკრედიტო ქულაზე სასესხო შენატანზე თუნდაც ერთდღიანი გადაცილების გამო დარიცხული ჯარიმები.
იმისათვის, რომ საკრედიტო ორგანიზაციებისგან ფინანსური მხარდაჭერა შეუფერხებლად და კარგი პირობებით მიიღოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, გქონდეთ კარგი საკრედიტო ისტორია.
თქვენ შეგიძლიათ და უნდა ამოწმოთ თქვენი საკრედიტო რეპორტი, „ჩემი კრედიტინფო“ საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ თქვენი საკრედიტო ისტორია და მიიღოთ ყოველდღიური წვდომა თქვენს საკრედიტო რეპორტზე.
გადაამოწმეთ თქვენი საკრედიტო რეპორტი, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, და დარწმუნდით, რომ მასში მოცემული ინფორმაცია სწორია. რაიმე უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდით კრედიტინფო საქართველოს”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
(R)