არჩილ თალაკვაძე - ამომრჩევლის აღრიცხვა საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით კეთდება და ამაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ არის

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის აღრიცხვა საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით კეთდება და ამაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ არის.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ამ ქმედების განხორციელება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. თალაკვაძის თქმით, აღრიცხვის წარმოება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საორგანიზაციო საქმიანობაა.

„საჯაროდ იყო გაკეთებული განცხადება ამომრჩეველთა აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით. ამაზე მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ეს არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საორგანიზაციო საქმიანობა. სიები არის ღია და ნებისმიერ აქტივისტს, მსურველს, შეუძლია აწარმოოს აღრიცხვა, გარეთ თუ შიგნით. ეს კეთდება საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით და კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას საკუთარი წარმომადგენლებისთვის დავალება აქვს მიცემული, რომ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს.

„ამ მომენტისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიები საკუთარ წარმომადგენლებს, როგორც ჩანს, აძლევენ ასეთ ინსტრუქციას, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს თითოეულ უბანზე და ამ გზით ცდილობენ, რომ ამომრჩეველთა განწყობებზე მოახდინონ რაიმე ტიპის ზეგავლენა. მინდა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს და ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, მობრძანდნენ და დააფიქსირონ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე საკუთარი არჩევანი“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა