ცესკო ალეკო ელისაშვილის წარმომადგენლის ე.წ. კარუსელებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა

ცესკო ალეკო ელისაშვილის წარმომადგენლის განცხადებას ე.წ. კარუსელებთან დაკავშირებით გამოეხმაურა.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ერთ შემთხვევაში დადასტურდა ხარვეზი, ორი შემთხვევა არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ხოლო სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.

„ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია. ორ შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, 1 შემთხვევაში ინფორმაცია დადასტურდა, თუმცა ამომრჩეველს მიეცა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, დანარჩენ შემთხვევებზე გავრცელებულ ინფორმაციას ვამოწმებთ“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ალეკო ელისაშვილის წარმომადგენლის ივანე ნორაკიძის განცხადებით, სამგორის 82-ე, ნაძალადევის 74-ე, საბურთალოს 23-ე და მთაწმინდის 20-ე უბანზე 2-ჯერ დაფიქსირდა ე.წ. კარუსელი. მისი თქმით, უბანზე მისულ ამომრჩეველს, საკუთარ გრაფაში ხელი უკვე მოწერილი დახვდა.

ნორაკიძის განცხადებით, ის, რომ “კარუსელი” დატრიალდებოდა, ცესკო გაფრთხილებული იყო, თუმცა მათ პრევენციისთვის არაფერი გააკეთეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო