ცესკო - თიანეთში მერობის კანდიდატებს შორის სხვაობა ის ხუთი ხმაა, რომელიც ბათილად იყო ცნობილი და საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით აღდგა

ცესკოს განმარტებით, თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი ხუთი ბიულეტენი აღდგა და მერობის კანდიდატებს შორის ხმებში სხვაობა სწორედ ეს რამდენიმე ხმაა.

ბოლო მონაცემებით კი, მერობის კანდადატს თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს ამომრჩევლეთა ხმების 49.97% (3077 ხმა), ხოლო “ქართული ოცნების“ კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს - 50.03% (3081 ხმა).

“თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში 20 საუბნო საარჩევნო კომისია შედის. ყველა უბნის მონაცემი დათვლილია და განთავსებულია სპეციალურ ვებ-გვერდზე. თიანეთში, პარტია “ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი დაიწერა. საჩივრით მოთხოვნილი იყო #20-ე უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა. საოლქო კომისიამ ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა და გადაწყვიტა ბათილი ბიულეტენები ხელახლა გადაეთვალა. ბათილი ბიულეტენების რაოდენობა იყო 24, ხოლო სადაო ბიულეტენები იყო ხუთი. როცა კომისიამ ეს ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა, ხმათა უმრავლესობით ხუთი სადაო ბიულეტენი ნამდვილად ჩაითვალა, რადგან ამომრჩევლის ნება აღნიშნულ ბიულეტენებში ნათლად იყო გამოხატული და დაფიქსირებული. ამ პროცესს ესწრებოდნენ როგორც თავად საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ასევე არასამთვარობო ორგანიზაციების დამკვირვებლები“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერ კანდიდატს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს და ასეთ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტაცია იმ მონაცემებს გამოიყენებს, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში იქნება ასახული.

ცნობისთვის, თავდაპირველი მონაცემებით, თიანეთი ერთადერთი საარჩევნო ოლქი იყო, სადაც მერის არჩევნებს არასახელისუფლო კანდიდატი თამაზ მეჭიაური იგებდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს