პატრიარქი -ეს სიტყვები “ჩვენთან არს ღმერთი” ბიბლიიდანაა, როცა ამას ამბობთ, დიდი ყურადღებით უნდა თქვათ, გულიდან უნდა ამოვიდეს

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ “იესო ტკბილის” პარაკლისი გადაიხადა.

კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და სიტყვების “ჩვენთან არს ღმერთი” მნიშვნელორბაზე ისაუბრა.

“ეს სიტყვები - “ჩვენთან არს ღმერთი” ბიბლიიდანაა. თქვენ როცა ამბობთ ამ სიტყვებს, დიდი ყურადღებით უნდა თქვათ, გულიდან ამოვიდეს ეს სიტყვები. ნამდვილად უნდა გრძნობდეთ, რომ ღმერთი შენთან არის და შენ იქნები ბედნიერი და გახარებული”, - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ქადაგებისას უფალს შესთხოვა, რომ თითოეულმა მლოცველმა მისი თხოვნის შესაბამისად მიიღოს.

“ღმერთმა ისმინოს ლოცვა ჩვენი, “ითხოვეთ და მოგეცემათ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოს თქვენ, ამინ”, - ბრძანა უწმინდესმა.

პარაკლისის დროს პარტიარქმა ტაძარში მყოფი პატარები მიიწვია. გუშინ პარაკლისის დასრულების შემდეგ, უწმინდესმა პატარებს ტკბილეული დაურიგა.

იხილეთ ვიდეო: ”სიტყვები "ჩვენთან არს ღმერთი" ბიბლიიდანაა, როცა ამას ამბობთ, დიდი ყურადღებით უნდა თქვათ, გულიდან უნდა ამოვიდეს - პატრიარქი”

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის