ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ საჯარო სკოლების საშეშე მერქნით მომარაგება დასასრულს უახლოვდება

საქართველოს რეგიონებში საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგების პროცესი, რომელიც სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან დაიწყო დასასრულს უახლოვდება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეროვნული სატყეო სააგენტოდან აცნობეს, დღეის მდგომარეობით სრულად მომარაგებულია 5 რეგიონის საჯარო სკოლა, ხოლო, 4 რეგიონში სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

”მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სააგენტო შეშით მომარაგებით მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით 1600-მდე, იმ საჯარო სკოლას უწევს, რომლებიც გასათბობად ძირითადად მერქნულ რესურსზე არიან დამოკიდებულნი.

პროცესის წარმატებულობას ადასტურებენ რეგიონალური საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სკოლების წარმომადგენლებიც, რადგან სკოლები ზამთრის სეზონს მომზადებულები ხვდებიან.

აღნიშნული ინიციატივა ქვეყანაში მდგრადი ტყის მართვის დანერგვისათვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, ამავდროულად, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო აქტიურად მუშაობს ქვეყანაში მერქნული რესურსით სარგებლობის ეფექტური მექანიზმის შექმნისა და ბუნებრივ ტყეზე ზეწოლის შემცირების მიზნით ალტერნატიული სათბობი საშუალებების დანერგვის მიმართულებით”, - აცხადებენ ეროვნულ სატყეო სააგენტოში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა