დიმიტრი ქუმსიშვილი - მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პორტფელის 70 პროცენტი გალარებულია

არ დავიღლები და კიდევ ერთხელ გაგცემთ პასუხს, რომ ლარიზაცია არ ნიშნავს ლარის კურსთან ურთიერთკავშირს. ეს ნიშნავს უცხოურ ვალუტაზე ლარის დამოკიდებულების შემცირებას, რომელსაც ჩვენ წარმატებით ვართმევთ მოკლევადიან პერიოდში თავს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა ოპოზიციის შეკითხვების პასუხად, ლარიზაციის რეფორმის თაობაზე.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ზოგადად, ლარიზაცია გრძელვადიანი პროექტია. „მაგალითად, ჩილესა და სხვა ქვეყნებში ამას არაერთი წელი დასჭირდა. ჩვენ დღეს გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგები მოკლევადიან პერიოდში. მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, დეპოზიტების ლარიზაცია წლის დასაწყისიდან გაიზარდა 6 პროცენტული პუნქტით - 35%-მდე, ხოლო სესხების ლარიზაცია გაიზარდა 8,4 პროცენტული პუნქტით - 35 %-მდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა ფიზიკური პირების შემთხვევაში. სესხების ლარიზაცია ფიზიკურ პირებში 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შეადგინა 54%. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მათი პორტფელის 70 პროცენტი არის გალარებული,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისივე თქმით, ლარიზაციის რეფორმამ სხვა არანაკლებ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან ერთად, მინიმუმადე უნდა შეამციროს საქართველოს თითოეული მოქალაქის დამოკიდებულება საგარეო ეკონომიკურ შოკებზე, უნდა გაზარდოს მათი დანაზოგები და ქვეყნის განვითარებას შეუწყოს ხელი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა