აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს ულოცავს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს ულოცავს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

“ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა, მისი გამჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია” - გვიანდერძა სიცოცხლეშივე ერის მამად წოდებულმა ილია ჭავჭავაძემ. მან საკუთარი სიცოცხლე საქართველოს თვითმყოფადობის განმტკიცებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების გაძლიერებას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მიუძღვნა.

ილია თავის ერთ-ერთ ჩანაწერში ასევე აღნიშნავს, - „სადაც ვცხოვრობთ და რომელი ქვეყნის შვილებიცა ვართ, რომელი ქვეყნის პურით, ღვინით, წყლითა და ჰაერით ვსაზრდოობთ, იმას უნდა ვარგოთ. თუ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ვიქნებით საასარგებლონი, ჩვენ საკუთარ შინაურ საქმეს კარგად წავიყვანთ, მაშინ მთელი კაცობრიობისთვისაც მისაბაძი და მისაღებნი ვიქნებით“ ილიას საოცნებო ქვეყნის მშენებლობა და აღმშენებლობა მხოლოდ ილიას ფილოსოფიაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი”, - განაცხადა გაბაიძემ.

წელს , ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180, ხოლო მისი მკვლელობიდან 110 წელი შესრულდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია