ირმა ინაშვილი - არსებული სისტემით ”ქართული ოცნება” საქართველოს პატრიარქსაც კი წააგებინებდა არჩევნებს

არსებული სისტემით ”ქართული ოცნება” საქართველოს პატრიარქსაც კი წააგებინებდა არჩევნებს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განუცხადა.

ინაშვილის თქმით, ბორჯომში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დროს ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა უპრეცედენტო მოსყიდვას. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ხელისუფლებას „ევროპულ საქართველოსთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს.

”არსებული სისტემით ”ქართული ოცნება” არჩევნებს არა ზაზა ჩაჩანიძეს და ირმა ინაშვილს, არამედ საქართველოს პატრიარქსაც კი წააგებინებდა. დღეს ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა უპრეცედენტო მოსყიდვას და ამის არაერთი ფაქტია დაფიქსირებული, როდესაც ამომრჩეველს უხდიდნენ 60-დან 200 ლარამდე თანხას, რათა მმართველი პარტიის კანდიდატისთვის მიეცათ ხმა. ამის არაერთი დამადასტურებელი ფაქტი არსებობს. არ არსებობს ასეთი ფაქტი, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები ხმას აძლევდნენ არა ოპოზიციონერ კანდიდატს, არამედ მმართველ პარტიას. დღეს კი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, რის გამოც ღია კითხვას ვტოვებ აღნიშნულთან დაკავშირებით. როგორც ჩანს ხელისუფლება გაურიგდა ”ნაციონალურ მოძრაობას” და ევროქოცებს, ანუ ბოკერიას ფლანგს. არჩევნების შედეგები ბოლომდე დათვლილი არ არის და ჩვენ ველოდებით აღნიშნულ შედეგებს”, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

არსებული მონაცემებით, ბორჯომის ოლქში ათამდე უბანია დათვლილი, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია ლიდერობს. არჩევნების მეორე ტურში ოლქის ამომრჩეველს არჩევანი ორ კანდიდატს შორის, ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატ ლევან ლიპარტიასა და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატ ზაზა ჩაჩანიძის შორის უნდა გაეკეთებინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს