”ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატის განცხადებით, ის აშკარა უპირატესობით იმარჯვებს

”ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ბორჯომის მერობის კანდიდატის, ლევან ლიპარტიას განცხადებით, ის აშკარა უპირატესობით იმარჯვებს.

როგორც ლიპარტიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პირველი, რასაც ის ბორჯომისთვის გააკეთებს, არის ინფრასტრუქტურტული სამუშაოები და ტურიზმის განვითარების კუთხით სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა.

მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ოპონენტის ბრალდებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, „პატრიოტთა ალიანსს“ კი მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთების შემთხვევაში დამადასტურებელი ფაქტების წარმოდგენისკენ მოუწოდა.

„ბოლო წლებმა აჩვენა, რომ ბორჯომი საკმაოდ აქტიურია ტურისტულადაც და განვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს, რომელიც განავითარებს ტურისტულ პოტენციალს. რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები სოციალური კუთხით და ჩვენ ამ მიმართულებითაც აქტიურად ვიმუშავებთ. რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ ყველას ყველაფრის თქმა შეუძლია, მაგრამ უნდა არსებობდეს ამის დამადასტურებელი ფაქტები, რაც მათ არ წარმოუდგენიათ”, - განაცხადა ლევან ლიპარტიამ.

მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა აღნიშნული განცხადება ბორჯომის ცენტრში გააკეთა, სადაც ის შეკრებილ მხარდამჭერებს შეხვდა. ისინი წინასწარი მონაცემების საფუძველზე ლევან ლიპარტიას გამარჯვებას ზეიმობენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს