ოზურგეთში, წინასწარი მონაცემებით, დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ლიდერობს

ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქში, თითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი მონაცემებით, დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ლიდერობს.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, ოზურგეთის საარჩევნო ოლქში სულ არსებული 62 უბნიდან ამ დროისთვის წინასწარი შედეგები დათვლილია 32 უბნის მიხედვით, შესაბამისად, ნახევარი ოქმებისა ჯერ კიდევ დასათვლელია.

32 უბნის მიხედვით არსებული წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ ხმათა 48,85% დააგროვა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ კი - 51,15%.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს