კონსტანტინე შარაშენიძე ირწმუნება, რომ არჩევნებში თავად გაიმარჯვა

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ირწმუნება, რომ ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ის მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

შარაშენიძე ამ წუთებში საოლქო-საარჩევნო კომისიასთან იმყოფება და კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს, რათა თავმჯდომარემ მას შედეგები წარუდგინოს. მერობის კანდიდატი საარჩევნო კომისიასთან ჟურნალისტებთან და იურისტთან ერთად მივიდა.

საარჩევნო კომისიასთან სამართალდამცველები და მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. კონსტანტინე შარაშენიძე საოლქო-საარჩევნო კომისიაში შესვლას ითხოვს.

თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე ატვირთული მონაცემების მიხედვით, ოზურგეთის საარჩევნო ოლქში არსებული 62 უბნიდან დათვლილია 61-ის მონაცემები. აღნიშნული მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ 16 947 ამომრჩევლის ხმა მიიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ კი - 16 912. დასათვლელი რჩება #59-ე უბანი, სადაც „ქართული ოცნება“ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს.

იხილეთ ვიდეო: ”კონსტანტინე შარაშენიძე ირწმუნება, რომ არჩევნებში თავად გაიმარჯვა”

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს