2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა შესაძლოა, არსებული სახით დაამტკიცოს და მასში მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებები მოგვიანებით განხორციელდეს

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა შესაძლოა, არსებული სახით დაამტკიცოს და მასში მოგვიანებით განხორციელდეს ცვლილებები, რომელშიც მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები იქნება ასახული. ამის შესახებ განმარტებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კვიჟინაძემ გააკეთა.

კერძოდ, კვიჟინაძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის ბოლო ვარიანტი პარლამენტში 1-ელი დეკემბრიდან უნდა შევიდეს.

მისივე თქმით, თავდაპირველად მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში უნდა აისახოს.

როგორც კვიჟინაძემ განაცხადა, თუკი ეს ვერ მოესწრება, ჯერ ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდება და შემდეგ შევა შესაბამისი ცვლილებები მთავარ ფინანსურ დოკუმენტში.

ცნობისთვის, ბიუჯეტის მიღების ბოლო ვადა პარლამენტს დეკემბრის მესამე პარასკევამდე აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო