ილია მეორე - ქართველნო, გახსოვდეთ მარად, გოლგოთას მოსდევს აღდგომა

საქართველო ტახტია ღვთისა, უძლეველია ვითარცა ღმერთი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე სადღესასწაულო პარაკლისის დაწყებამდე განაცხადა.

კათოლიკოს-პატრიარქმა მეტეხის ხიდზე შეკრებილთ თეატრალური წარმოდგენის შემდეგ მიმართა, რომლითაც ასი ათასი მოწამის ხსენების დღე იყო სცენაზე გაცოცხლებული.

“ქართველნო, გახსოვდეთ მარად, გოლგოთას მოსდევს აღდგომა. საქართველო ტახტია ღვთისა, უძლეველია ვითარცა ღმერთი. ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. წმინდათა ასი ათასთა მოწამეთა ლოცვებით ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ!”, - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის შემდეგ მეტეხის ხიდზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართა.

“მერიის მხრიდან, ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებისათვის. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გველოდება მომდევნო წლების განმავლობაში. მე მაქვს თითოეული თქვენგანის, თითოეული თბილისელის იმედი, რომ ჩვენი ქალაქი, ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო ლამაზი, უფრო მოწესრიგებული და რაც მთავარია, იყოს სიცოცხლით სავსე”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ წუთებში უწმინდესი მეტეხის ხიდზე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად პარაკლისს ატარებს.

მსახურების დასრულების შემდეგ, უწმინდესი, სასულიერო პირები და მრევლი მოწამეთა თაყვანისცემის ნიშნად მტკვარში ყვავილებს ჩაუშვებენ.

ხვარაზმელთა მთავარმა ჯალალ ედ-დინმა 1227 წელს ასი ათას ქართველს მეტეხის ხიდზე ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა მოთხოვა, უარის მიღების შემდეგ ჯალალ ედ-დინის ბრძანებით მათ თავები დააჭრეს და მტკვარში ჩაყარეს.

წმინდა 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო