გენადი არველაძემ ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ კონფერენციაზე „ვიშეგრადის ქვეყნები და საქართველო - ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები“ მოხსენება გააკეთა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი, ბრუნო ბალვანერა და სხვა ოფიციალური პირები.

კონფერენციაზე განხილული იქნა საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებს შორის (ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი) ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, გენადი არველაძემ მადლობა გადაუხადა ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული დახმარებისთვის, მათ შორის, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში და მიმოიხილა საქართველოსა და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დინამიკა, მათ შორის, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა