ირაკლი ზარქუა - ჩემთვის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ არის ნუგზარ ჭონქაძეს საჯაროდ რა პოზიცია აქვს, მნიშვნელოვანია ადამიანი იყოს პროფესიონალი

ჩემთვის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ არის ნუგზარ ჭონქაძეს საჯაროდ რა პოზიცია აქვს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანი იყოს პროფესიონალი და ის ემსახუროს დედაქალაქს ღირსეულად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებებთან დაკავშირებით.

კითხვაზე, რამდენად გამართლებულია, რომ თბილისის მერი კახი კალაძე საკრებულოში თავად არ წარადგენს მთავრობის ახალ წევრებს და ვინ იქნება პასუხისმგებელი საკადრო გადაწყვეტილებებზე, ზარქუამ განაცხადა , რომ მთავრობის თითოეულ კადრზე პასუხისმგებლები არიან და ენდობიან კახი კალაძის მიერ შერჩეულ კადრებს.

რაც შეეხება ნუგზარ ჭონქაძის კანდიდატურას, ზარქუას განცხადებით, ნუგზარ ჭონქაძეს უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის 22-წლიანი გამოცდილება აქვს და იგი გამოცდილი კადრია.

„დღეს არის დედაქალისთვის მნიშვნელოვანი დღე. მტკიცდება თბილისის მთავრობის შემადგენლობა. ბუნებრივია, ეს გულისხმობს იმას, რომ წინაასარჩევნო გეგმა, რომელსაც ახლად არჩეული მერი კახი კალაძე ახმოვანებდა, დღევანდელი დღიდან უკვე რეალიზაციას იწყებს. მე მინდა წინასწარ მივულოცო მას, რადგან ეს არის ის გუნდი, რომელიც რეალურად შეეცდება გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხოს, ეს არის გუნდი, რომელიც მაქსიმალურად ასახავს საკრებულოსთან ერთად იმ მთავარ პრიორიტეტებსა და სურვილებს, რაც წინასაარჩევნოდ მოსახლეობამ გვითხრა, დაგვავალა. ასე რომ, მე ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის მონაწილე ვარ, მე ამაყი ვარ რომ წვლილი შემაქვს ამ მთავრობის დამტკიცებაში“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რაც შეეხება კალაძის საკრებულოში მისვლის საკითხს, როგორც ზარქუამ აღნიშნა, რეგლამენტი თბილისის მერს ამას არ ავალდებულებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის